კახა კალაძე: ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე პრემიერის განცხადებები გაჯერებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით

„ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, სადაც წარმოდგენილი იყო ჩვენი ქვეყანა და პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მისი ყველა განცხადება და კითხვებზე პასუხები გაჯერებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებით, ამ ქვეყნისა და მათი მოქალაქეების ინტერესებით”,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

“ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელია მის მიერ წარმოთქმული ყველა წინადადება და ყველა სიტყვა საქართველოსთან მიმართებით. ის აჟიოტაჟი და მიზანმიმართული სპეკულაციები, რაც გუშინ ვნახეთ, არის სამარცხვინო, რადგან ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს ისეთი რამ, რაზეც არ საუბრობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ყოველთვის კეთდებოდა განცხადებები და ყოველთვის ისმებოდა აქცენტები ამ გარემოებებთან დაკავშირებით, შესაბამისად, აქ სიახლე არაფერი იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები