პარლამენტმა „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების” რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 83 ხმით მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ დოკუმენტს „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – ფაზა II)”.

პარლამენტის ინფორმაციით, შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა და მისი ოპერირებისთვის საჭირო სათანადო აღჭურვილობის შეძენა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ძველი ნაგავსაყრელების დახურვა ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები