საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ” კანონპროექტის, საჯარო-კერძო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის  ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან თანამშრომლობითა  და   USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრა  გამართა.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, კანოპროექტის მიღებით მოწესრიგდება ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო და უფრო მეტად გარანტირებული იქნება ინვესტორების საკუთრების უფლების დაცვა.  მისი თქმით,  ახალი კანონმდებლობა  კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყანაში კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის.

განხილვაში მონაწილეობდნენ:  პარლამენტის წევრები,  აღმასრულებელი ხელისუფლების, ეროვნული ბანკის  წარმომადგენლები და  ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები