სამტრედიაში, სოფელ დაფნარში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები იგება

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით  და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი სამუშაოები.

ამ ეტაპზე, სოფელ დაფნარში, მე-3, მე-4, მე-10 და მე-11 ქუჩებზე ასფალტის საფარით წესრიგდება ადგილობრივი მნიშვნელობის გზები.

სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,Georgian Build ასრულებს.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის მერი – დავით ბახტაძე, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე – ტარიელ  ცომაია, საკრებულოს წევრი გომის სამაჟორიტარო ოლქიდან,  ჯონი თევზაძე და მერის წარმომადგენელი, ზაზა ნიკოლეიშვილი.

,,ვიზუალური დათვალიერებით, სამუშაოები  მიმდინარეობს ხარისხიანად.  რაც მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით არის შესრულებული. ეტაპობრივად, შესაძლებლობის ფარგლებში, გზა ყველგან დაიგება და ეს პრობლემა მუნიციპალიტეტში არ იარსებებს. ეს და სხვა პროექტი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები