1 სექტემბერი
10:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი კულტურის პოლიტიკის ესტონელ ექსპერტ რაგნარ სიილს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელ ოლივერ რაისნერსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელ ლუჩიანო გლორის უმასპინძლებენ.
10:30
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიორგი ვაშაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უკრაინაში განვითარებული მოვლენები და სააკაშვილზე ძებნის გამოცხადება.
11:00
ჯანდაცვის სამინისტროში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მედიკამენტის რეცეპტით გაცემის წესის ამოქმედებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავს.
11:30
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში დეპუტატი გიორგი ვოლსკი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სააკაშვილზე ძებნის გამოცხადება და უკრაინაში განვითარებული მოვლენების შეფასება.
12:00
აგროდაზღვევის პროგრამასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სადაზღვევო კომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომრლობის მემორანდუმი გაფორმდება. მისამართი: დიღომი, ახმეტელის 10 ა. კინოსტუდიის ტერიტორია; საკონტაქტო პირი – სოფო მდინარაძე 577585058
12:00
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის წაემომადგენელი ნათია ქოქოსაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის გამოცხადებულ ტენდერში არსებული დარღვევები.
13:00
„Front News“–ის პრესკლუბში, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება სავზო რეჟიმთან დაკავშირებით. მისამართი: ვასილ ბარნოვის #60, ოფისი #11 საკონტაქტო ნომრები: 247 36 56; 595 032 032
13:30
“პირველ პრესკლუბში” საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უკრაინაში განვითარებული მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” თბილისის ფილიალში, “ერეკლე მეორის საზოგადოების” ინიციატივით და ფონდ “რუსკი მირის” მიერ უკვე მესამედ დაფინანსებული რუსული ენის შემსწავლელი 8-თვიანი კურსების, სახელწოდებით “ცოდნა საუკეთესო ხიდია” გახსნის ცერემონია გაიმართება. მისამართი: რუსთაველის №2, გრიბოედოვის თეატრის შენობა, შესასვლელი სულხან-საბას ქუჩის მხრიდან, მე-8 სართული
14:30
სასტუმრო „ქორთიიარდ მერიოტიში“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი 2014 წლის თბილისის ლიდერთა ფორუმის: „თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში“ მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ფორუმი სტენდფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა (CDDRL)და ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრის(EPRC) ორგანიზებით იმართება.
15:00
NEW
თბილისის იუსტიციის სახლში სოციალური რეკლამის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის საჯარო განხილვა გაიმართა. განხილვას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე გაუძღვება.
16:25
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერკი ტუომიოა გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
16:50
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერკი ტუომიოა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს შეხვდება.
17:20
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერკი ტუომიოასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ერთობრივი პრესკონფერენცია გაიმართება.
19:00
დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია პრესკონფერენციას გამართავს, 19:30 საათზე კი, საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართება.