ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ” საერთაშორისო კონვენციის მე-8 მუხლის ცვლილებაზე იმსჯელა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძეს მოუსმინეს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე; ხათუნა თოთლაძემ საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარდგენილი „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ” საერთაშორისო კონვენციის მე-8 მუხლის ცვლილებაზე წარადგინა ინფორმაცია.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ცვლილება გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1992 წლის 15 იანვარს მიიღო.
მისი მიზანია რასობრივი დისკრიმნინაციის ლიკვიდაციის კომიტეტის ხარჯების ფინანსური უზრუნველყოფა გაეროს რეგულარული ბიუჯეტის მეშვეობით.

„მხარეებმა და გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღეს გადაწყვეტილება, მე-8 მუხლში გაიწეროს იმ სახის ფორმულირება, როგორიც აქვს გაეროს რამდენიმე სხვა სახელშეკრულებო კომიტეტის სადამფუძნებლო ხელშეკრულებებს”, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები