“ჩვენ უკვე ვამაყობთ თქვენით და იმედი მაქვს, მომავალში მთელი საქართველო იამაყებს” – ყაზბეგის მერი აბიტურიენტებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

დაბა სტეფანწმინდის მოსწავლეებისათვის, პირველ საჯარო სკოლასა და წმინდა ილია მართლის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ბოლო ზარი დაირეკა.

მოსწავლეებმა თეატრალური, იუმორისტული, საცეკვაო და სასიმღერო ნომრები წარმოადგინეს; მნიშვნელოვანი დღეები სასკოლო ცხოვრებიდან ვიდეო და ფოტოკოლაჟებით გაიხსენეს.
ღონისძიებებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი – ბაკურ ავსაჯანიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ცხოვრების  ახალ, დამოუკიდებელი  ეტაპზე გადასვლას.

დღეს მთავრდება ბავშვობა და თქვენი ნიჭიერებით, სწავლით, წარმატებითა და მიღწევებით იწყება მომავალი, რომელსაც ქვეყანაზე შეყვარებული, განათლებული თაობა შექმნის.
ჩვენ უკვე ვამაყობთ თქვენით და იმედი მაქვს, მომავალში მთელი საქართველო იამაყებს.
მადლობა მინდა, გადავუხადო პედაგოგებს, მათ შორის, ჩემს რამდენიმე  მასწავლებელს, რომელმაც თაობები ღირებულებებს, საზოგადოებრივ სტანდარტებსა და კულტურულ ნორმებს აზიარა; ავ-კარგის გარჩევა ასწავლა და საზოგადოებრივ ასპარეზს ღირსეული მოქალაქეები შესძინა. მნიშვნელობა არ აქვს, რა პროფესიას დაეუფლებით, მთავარია – გახდეთ პროფესიონალები და გახსოვდეთ, – არცერთი პროფესია არ არის ხელობა, ეს ღვთის და ერთმანეთის მსახურებაა”, – აღნიშნა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

მასწავლებლებთან ერთად, ბავშვები დალოცეს, წარმატება უსურვეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქირიკაშვილმა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ტარიელ ხულელიძემ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ბოლო ზარი 44 მეთორმეტეკლასელისათვის დაირეკა.

ინფორმაციას ყაზბეგის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები