პარლამენტში ინტერპელაციის წესით გიორგი ამილახვარს და ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით მოუსმენს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიწვეულ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 7-8 მარტის დემონსტრაციების დროს სამართალდამცავთა მოქმედებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხებს.
შს მინისტრთან გაგზავნილ კითხვას ხელს აწერენ პარლამენტის წევრები: ხატია დეკანოიძე, რომან გოცირიძე, თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია.
რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარმა პარლამენტის წევრებს სკოლებში, ბავშვთა უფასო კვების საკითხთან დაკავშირებულ კითხვებზე უნდა უპასუხოს.
მინისტრი ამ თემაზე, ინტერპელაციის წესით, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.