პირველკლასელთა რეგისტრაცია 1-ელ და 2 სექტემბერსაც იქნება შესაძლებელი

   საქართველოს განათლების სამინისტრო პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის დამატებითი ვადებს აცხადებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო პირველკლასელთა რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში ვერ უზრუნველყო შვილის სკოლაში რეგისტრაცია, სამინისტრო აცხადებს, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებით ვადებად განისაზღვრა 1-ელი და 2 სექტემბერი.
„რეგისტრაციისათვის საჭიროა ბავშვის მშობელმა, ან კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართოს სკოლას და თავისუფალი ადგილების არსებობის შემთხვევაში, სკოლას წარუდგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაცია. რეგისტრაციის უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთაც 2015 წლის 1-ელ იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობდნენ კერძო სკოლის მოსამზადებელ კლასში და შეუსრულდათ 5 წელი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს ყველა მშობელს, რომელთა შვილების ასაკიც შეესაბამება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სკოლაში ჯერ კიდევ არ არიან რეგისტრირებულნი, 1-ელ და 2 სექტემბერს მიმართონ სკოლებს და არ დატოვონ შვილები ზოგადსაგანმანათლებლო სივრცის მიღმა“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები