“წარმოუდგენელია, ეს პატარა ქვეყანა ამხელა ზეწოლას უმკლავდებოდეს, თავის არც იდენტობას კარგავდეს და არც სტრატეგიულ არჩევანს ღალატობდეს” – ქადაგიშვილი

“დასტურდება, რომ საქართველოს წინააღმდეგ გარკვეული შეთქმულება არსებობს და ეს არის რეალობა, პროპაგანდისტული ლოზუნგებით და შანტაჟის ენით საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას და ზემოქმედებას ფიქრობდნენ, მაგრამ რაც არ უნდა რთული იყოს ამ ზეწოლის და იდეოლოგიური პროპაგანდის დაძლევა, სიმართლე მაინც თავის გზა-კვალს პოულობს”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სიმართლე საქართველოს მხარეს არის.

„ამ შემთხვევაში, სიმართლე საქართველოს მხარეს არის. წარმოუდგენელია, ეს პატარა ქვეყანა ამხელა ზეწოლას უმკლავდებოდეს და თავის არც იდენტობას კარგავდეს და არც სტრატეგიულ არჩევანს ღალატობდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები