Georgian Airways 20 მაისიდან თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს
თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია Georgian Airways-ი რეგულარული ოპერირების განხორციელებას იწყებს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს გაიცა.