თემქაზე, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
თემქაზე, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა თემქის მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტალში მოხდა.
როგორც „კვირას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებული ქალი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა წყლის გამაცხელებელი. აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია.