რუსეთის ფედერაციის საბჭოში აცხადებენ, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა რუსეთს საქართველომ სთხოვა
რუსეთს ავიამიმოსვლის აღდგენის თხოვნით თავად საქართველომ მიმართა, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა, – წერს Sova News-ი.
რუსი სენატორის თქმით, ეს რამდენიმე კვირის წინ მოხდა.
როგორც მასზე დაყრდნობით გამოცემა წერს,
თბილისმა “აეროფლოტის” ფრენების აღდგენის საკითხი დააყენა, “ინიციატივას მმართველი პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს.
ჯაბაროვი ასევე დარწმუნებულია, რომ რუსებსაც და საქართველოს მცხოვრებლებსაც ესიამოვნებათ ასეთი შესაძლებლობა: რუსებისთვის ტურისტული მოგზაურობები გამარტივდება, ქართველებს კი ნათესავების ნახვა გაუადვილდებათ.
ჯაბაროვმა დასძინა, რომ პირდაპირი რეისების აღდგენის წინააღმდეგ ევროკავშირი გამოვიდა, ფაქტობრივად, “თავხედურად” ჩაერია საქართველოს საქმეებში.