ირაკლი ღარიბაშვილი მის მიერ ინიცირებული დასუფთავების აქციის წარმატებულ დაწყებას მიესალმება

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის მიერ ინიცირებული დასუფთავების აქციის წარმატებულ დაწყებას მიესალმება.
როგორც პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ დასუფთავების აქცია დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა და მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქის ფასადებზე საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნეს.
ირაკლი ღარიბაშვილი ყველა მუნიციპალიტეტს საარჩევნო პლაკატებისგან ქალაქების ფასადების დასუფთავების აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს და იმედოვნებს, რომ დასუფთავების აქცია მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები