ირუ ხეჩანოვი „ევროვიზია 2023“-ს გამოეთიშა

საქართველოს წარმომადგენელი ირუ ხეჩანოვი „ევროვიზია 2023“-ს გამოეთიშა. ქართველმა მომღერალმა კონკურსის ნახევარფინალური ეტაპი ვერ გადალახა.

ირუ ხეჩანოვი „ევროვიზიაზე“ მე-11 ნომრად წარდგა და სიმღერა სახელწოდებით Echo შეასრულა, რომლის კომპოზიტორი გიგა კუხიანიძეა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო კონკურსის ფინალში 2016 წლის შემდეგ არ ყოფილა.

„ევროვიზია 2023“-ის ფინალური ეტაპი 13 მაისს, ქალაქ ლივერპულში გაიმართება, სადაც 25 ქვეყნის წარმომადგენელი იმღერებს.

კონკურსის ფინალურ ეტაპზე შემდეგი ქვეყნები წარდგებიან: ხორვატია, მოლდოვა, შვეიცარია, ფინეთი, ჩეხეთი, ისრაელი, პორტუგალია, შვედეთი, ნორვეგია, სერბეთი, ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ბელგია, ავსტრია, ლიეტუვა, პოლონეთი, ავსტრალია, სომხეთი, სლოვენია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი და უკრაინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები