ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონია

მსოფლიოს ჩემპიონატის ქართული ფინალი ლუკა მაისურაძის გამარჯვებით დამთავრდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, 90 კილოგრამი წონის კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ოლიმპიური თამაშების მოქმედი ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის მოქმედი ჩემპიონი – ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდნენ.

ისტორიულ ორთაბრძოლაში ლუკა მაისურაძემ ვაზარით იმარჯვა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ვერცხლის მედალს კი ლაშა ბექაური დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები