უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა – დაჭრილია კიდევ ერთი მეომარი
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპული ქართველი 24 წლის ბიჭია.
უკრაინაში მებრძოლი ქართველის თქმით, დაღუპული ჯარისკაცი უცხოურ ლეგიონში მსახურობდა.
ამასთან, დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“გუშინ საღამოს გავიგეთ ეს ამბავი, კიდევ ერთი ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე. მსახურობდა უცხოურ ლეგიონში, ლუგანსკის მიმართულებით მოხდა ეგ ამბავი. ის ბიჭი ვინც არის, ხელშია დაჭრილი. ბრძოლები მიმდინარეობს, ზოგ მონაკვეთში საარტილერიო არის, მიქსია, საარტილერიო, კონტაქტი ყველაფერი ერთად არის იმიტომ, რომ ნელ-ნელა უკრაინელები მიდიან წინ, რუსები ტოვებენ პოზიციებს”, – ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. უწყების ცნობით, განხორციელდება შესაბამისი პროცედურები.