“რუსეთის მხრიდან შემდეგი კარგი ნაბიჯი იქნება, რომ აფხაზეთი და ოსეთი დააბრუნოს” – ირაკლი ზარქუა
„იცით თქვენ, რომ სააკაშვილი ომის შემდეგ პირველი იყო, ვინც გაუუქმა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა და უვიზო მიმოსვლა დააწესა, ბუნებრივია, ამას არ მოჰყოლია მეორე მხარის ქმედება, რადგან რუსეთის მხარე დღემდე სჯიდა ჩვენს მოქალაქეებს“,- ამის შესახებ შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მედიასთან განაცხადა.
“დაახლოებით, მილიონამდე, საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ უწევთ აქ ჩამოსვლა, ხან ერევნის, ხან აზერბაიჯანის, ხან თურქეთის გავლით. გარდა იმისა, რომ ეს დისკომფორტია მათთვის, რაც პირდაპირ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქებისთვის კომფორტული იყოს რუსეთიდან საქართველოში დაბრუნება.
დღეს რუსეთის მოქალაქეები ისედაც უპრობლემოდ გადმოდიან ლარსის ხეობიდან მანქანით, ამიტომ, შემდეგი კარგი ნაბიჯი იქნება რუსეთის მხრიდან, რომ აფხაზეთი დააბრუნოს, მესამე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რომ ოსეთი დააბრუნოს“, – განაცხადა ზარქუამ.