“მინდა, რომ პაპაჩემი ისევ თავის ადგილას დაბრუნდეს” – 9 მაისის აღსანიშნავად, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში კომუნისტები შეიკრიბნენ
9 მაისის აღსანიშნავად, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში, კომუნისტები, სტალინელები და პროპაგანდისტული ორგანიზაციის “უკვდავი პოლკის” წევრები შეიკრიბნენ. შეკრებილებმა მცირე მიტინგი გამართეს. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ სტალინის ძეგლი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაბრუნდეს.
მათ აქვთ ბანერი წარწერებით – “დიდება დიდ სტალინს” და ასევე სტალინის ფოტოები.
“ეს არის ყველაფერი დიდი ბელადის, სტალინის დამსახურება, რომ მშვიდობაა გორში, დედამიწაზე. ძეგლი უნდა დაიდგას იქ სადაც იყო. ერთი ძეგლი კი არა, ოქროს ძეგლებს უნდა ვუდგამდეთ”,- აღნიშნა მოქალაქემ.
იგივე მოთხოვნები აქვს კიდევ ერთ მოქალაქეს.
“მე მინდა რომ პაპაჩემი ისევ თავის ადგილას დაბრუნდეს და აღორძინდეს, როგორც იყო. პაპაჩემი სტალინია. მაგრა მიყვარს პაპაი”,- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.