“დავით არახამიას უკრაინაშიც არავინ ეკითხება – სად რა პროცესები მოხდება, არც ომში და არც პოლიტიკაში” – გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მას უკრაინაშიც არავინ ეკითხება – სად რა პროცესები მოხდება, – ამის შესახებ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ფრაქციის ხელმძღვანელი, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ომი აქვს ასეთი მასშტაბური და, სამწუხაროდ, იქ ადამიანები იხოცებიან, ასეთი რთული ვითარებაა, არ უნდა იცლიდეს იმისთვის, რომ ინტრიგით დაკავდეს სხვა ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევით.

ეს იმას მოასწავებს სწორედ, რომ არახამიას არავინ ეკითხება უკრაინაში სად, რა პროცესები მოხდება, არც ომში და არც პოლიტიკაში. ეტყვიან, თქვი საქართველოზე ეს, იტყვის ამას. ეტყვიან, არ ჩახვიდე საქართველოში, არ ჩავა საქართველოში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დავით არახამიას თქმით, თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, ის პირადად სთხოვს უკრაინის პრეზიდენტს საქართველოში ელჩის დანიშვნას. ის დარწმუნებულია, რომ, მომავალი არჩევნების შემდეგ, საქართველოში ეს მთავრობა აღარ იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები