გივი მიქანაძე: მალტაში ჩვენი ვიზიტის უმთავრესი მიზანია, ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, მალტის მხარდაჭერის მოპოვება
“მალტაში ჩვენი ვიზიტის უმთავრესი მიზანია, ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, მალტის მხარდაჭერის მოპოვება. გუშინ ამ თვალსაზრისით მივიღეთ გაცხადებული, მტკიცე პირობა პარლამენტის თავმჯდომარისგან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მიქანაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მალტის პრეზიდენტისგანაც მხარდაჭერა ექნება.
„ჩვენი მიზანია, ანალოგიურად დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ მალტის პრეზიდენტს, ასევე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს. ეს შეხვედრა შესაძლებელს გახდის, რომ ისინი დეტალურად იყვნენ ინფორმირებული იყვნენ იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით მიაღწია. დარწმუნებული ვარ, როგორც გუშინ მივიღეთ მხარდაჭერა, დღესაც მალტის პრეზიდენტისგან იქნება გაცხადებული ის მყარი პოზიცია, რომელიც საქართველოს შემდგომ ევროინტეგრაციას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა მიქანაძემ.