ბიურომ პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
ბიურომ 16-19 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. პარლამენტი მომავალ კვირაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უყრის კენჭს. რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, მათ შორის ერთ-ერთია საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც ბიზნესის ხელშეწყობას ეხება.
პარლამენტის ინფორმაციით, ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
დღესვე, ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა” დარეგისტრირდა.