ანდრეი კასიანოვი: ქედს ვიხრით უკრაინელი და ქართველი მეომრების წინაშე – მათი სახელები სამუდამოდ დარჩება უკრაინელი და ქართველი ხალხის მეხსიერებაში

სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა საქართველოსა და უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ძეგლი ყვავილებით შეამკეს. ლისის ტბაზე იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვიც.

მისი თქმით, უკრაინელი და ქართველი მეომრების სახელები უკრაინელი და ქართველი ხალხის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

“ჩვენ ქედს ვიხრით უკრაინელი და ქართველი მეომრების წინაშე. მათი სახელები სამუდამოდ დარჩება უკრაინელი და ქართველი ხალხის მეხსიერებაში და მათ პატივსაცემად დარგული ყვავილები ყოველთვის დარჩება დამოკიდებული ქვეყნების სიცოცხლის წყურვილის სიმბოლოდ. დღეს, 8 მაისს თბილისში ჩვენ ვნერგავთ ახალ ტრადიციას და ვიხსენებთ ყველას, ვინც ებრძოდა ფაშიზმს ნებისმიერ დროსა და ადგილას”, – აღნიშნა კასიანოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები