ComCom-ის მედიალაბმა “იდეადრომის” გამარჯვებულები გამოავლინა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსის, “იდეადრომის” ფარგლებში, რომლის მიზანიც ციფრული მედიის სფეროში არსებული სტარტაპერების აღმოჩენა და მათი იდეების რეალობად ქცევის ხელშეწყობაა, გამარჯვებული სტარტაპ გუნდები გამოავლინა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, გამარჯვებულებს 5000, 3000 და 2000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გადაეცათ. I ადგილზე გავიდა ერთჯერადი დავალების დელეგირების პლატფორმა – Wempler, II ადგილი დაიკავა ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივებისთვის შექმნილმა პლატფორმამ – Rocketman-მა, ხოლო III ადგილი ადამიანების უნარების განვითარებისთვის შექმნილმა თამაშმა, VRTalk-მა მოიპოვა. კონკურსის განმავლობაში, მონაწილეებმა პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სტარტაპ იდეის დახვეწისა და განვითარებისთვის საჭირო ისეთი საკითხები შეისწავლეს, როგორიც იდეის ვალიდაცია, პროტოტიპირება, ბიზნესმოდელის შექმნა, გუნდის მართვა, სტარტაპისთვის საჭირო ფინანსური თუ იურიდიული საკითხების გადაჭრა და ინვესტორებისთვის იდეის წარდგენაა. შეგახსენებთ, რომ “იდეადრომი” უკვე მეექვსედ წარმატებით ჩატარდა. წინა კონკურსებში მონაწილე არაერთმა გუნდმა კი, სტარტაპ იდეის რეალობად ქცევა და მათი საერთაშორისო ბაზარზე გატანაც შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები