“სახელის შერჩევის პროცესში ვართ და მადლობელი დაგრჩებით, თუ წაგვეშველებით” – რომან გოცირიძე ახალ პოლიტიკურ ჯგუფზე
„სახელის შერჩევის პროცესში ვართ და მადლობელი დაგრჩებით, თუ წაგვეშველებით“, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს მე და ხატია დეკანოიძემ პარლამენტში შევქმენით პოლიტიკური ჯგუფი (ფაქტობრივად, ფრაქცია), რაც მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, გამოვიყენოთ საპარლამენტო ბერკეტები.
ჩვენ ყოველთვის ვიყავით თანმიმდევრულები პარლამენტის როლთან დაკავშირებით. ის ორგანიზაციული და პოლიტიკური ბერკეტები, რაც პოლიტიკურ ჯგუფს აქვს, ცოტა უფრო გაგვაძლიერებს ჩვენს საქმიანობაში.
სახელის შერჩევის პროცესში ვართ და დიდად მადლობელი დაგრჩებით, თუ წაგვეშველებით.
ერთი სავარაუდო სახელი არაფორმალურად დავტესტეთ პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებში და კრიტიკის ქარცეცხლი დაგვაყარეს. დავრწმუნდით, რომ სწორს გვეუბნებოდნენ“, – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი.