გიორგი ვოლსკი: ვიოლა ფონ კრამონის განცხადებები სერიოზულ დარტყმას აყენებს დასავლური ინსტიტუტების ავტორიტეტს
მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ვოლსკის შეფასებით, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებები არათუ არ შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ სერიოზულ დარტყმას აყენებს დასავლური ინსტიტუტების ავტორიტეტს.
“ვიოლა ფონ კრამონმა თავი იგრძნო პოლიტიკურ ლიდერად და ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც არათუ არ შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არამედ სერიოზულ დარტყმას აყენებს იმ ავტორიტეტს, რაც დასავლურ ინსტიტუტებს აქვს საზოგადოებაში. ვიოლა ფონ კრამონი აზიანებს დასავლურ ინსტიტუტებს და პრინციპებს, რაც კონსტიტუციაში ავსახეთ. ამას აკეთებს თავისი საქციელით, განცხადებებით. ადამიანებმა ირწმუნეს, რომ საზოგადოებაში რაღაცას წარმოადგენს, ასეთი რწმენა შეუქმნეს. კალაძემ თქვა, არ გაგიკვირდეთ, „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთო. მის პათოსს თუ გავითვალისწინებთ, რეალობისგან შორს არ არის. ეს ხატოვნად უნდა მიიღოთ და არა – პირდაპირ“, – განაცხადა ვოლსკიმ.