გიორგი ვოლსკი: “ქოლცენტრების“ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულნი არიან საერთაშორისო ძალები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ “ქოლცენტრების” საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ისედაც კომპეტენტური გამოძიება მიმდინარეობს.
მისივე თქმით, საგამოძიებო საქმიანობაში საერთაშორისო ძალებია ჩართული.
“ქოლცენტრების“ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და არა მხოლოდ ქართველი სამართალდამცავების მხრიდან, არამედ ამაში ჩართული არიან საერთაშორისო ძალები, ფაქტობრივად, გამოძიებას გერმანული მხარე ხელმძღვანელობს. რასაკვირველია, რადიკალური ოპოზიციის ფუთფუთი გასაგები ხდება იმ თვალსაზრისით, რომ გამორიცხულია, რომ კეზერაშვილი, რომელიც პოლიტიკური მფარველია ოპოზიციის, რა საკვირველია, ისინი მოინდომებენ იმას, რომ გამოძიებიდან აქცენტები გადმოტანილი იყოს საპარლამენტო კომისიაზე. მათი გააფთრებული მოთხოვნის საფუძველი სწორედ ეს შეიძლება იყოს. გიორგი გახარიას გუნდი ცდილობს, ამ თემას გაემიჯნოს, რადგან სწორედ გახარიას შს მინისტრობისა და პრემიერობის დროს წარმოიშვა და გაფართოვდა ეს თემა. ზოგიერთი გამიჯვნის და ზოგიერთიც ინფორმაციის მოზიდვის მიზნით გააფთრებულად ითხოვს კომისიის შექმნას იმ საკითხზე, რომელზეც კომპეტენტური გამოძიება უკვე მიმდინარეობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.