ალუდა ღუდუშაური: ბუდაპეშტში ვნახეთ ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერმინისტრის გამოსვლა

“ბატონი პრემიერის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მართლაც, ეს ძალიან ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერმინისტრის გამოსვლა იყო, რომელიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე ფიქრობს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს თუ საქართველო რაიმეს იმსახურებს, ეს არის ევროკავშირის ღირსეული წევრობა.

“დიახ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია, ვართ ამაყი, ვაჟკაცი და ღირსეული ხალხი, რომელიც საკუთარი წარსულით ამაყობს და ბუნებრივია, ფიქრობს, აწმყოზე. ის, რაც საქართველოს ბოლო ათწლეულების განმავლობაში აკლდა, დღეს დავინახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხთან და ქვეყანასთან დგას. პრემიერმინისტრის განცხადებაში დავინახეთ, რომ დიახ, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენ წარსულს. საქართველო ტოლერანტობის სანიმუშო მაგალითია. ჩვენი კულტურა და წარსული არის საამაყო. ჩვენ, ჩვენი ისტორიითა და იდენტობით ვამაყობთ. საქართველო იმ ღირებულებების ერთგულია, რომელსაც ევროპული ღირებულებები ჰქვია. დიახ, დღეს თუ საქართველო რაიმეს იმსახურებს, ეს არის ევროკავშირის ღირსეული წევრობა. ჩვენ ვართ შემწყნარებლები, ყველას აზრს პატივს ვცემთ, თუმცა, ეს იმას არ გულისხმობს, რომ უმცირესობის რომელიმე ჯგუფმა უმრავლესობის ნება გადაფაროს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები