ლაშა ხუციშვილი: ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება არის მნიშვნელოვანი აღიარება იმ პროექტებისა და იმ რეფორმების, რომლებსაც ქვეყანა ახორციელებს აზიის განვითარების ბანკთან ერთად
2024 წლის მაისში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება არის მნიშვნელოვანი აღიარება იმ პროექტებისა და იმ რეფორმების, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს აზიის განვითარების ბანკთან ერთად, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ბანკს საქართველოში ინვესტირებული აქვს 4,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე პროექტები, ჯამურად, 2 მილიარდ დოლარს აღწევს.
„აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა კორეის რესპუბლიკის ვიცეპრემიერთან, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, სადაც მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები. ასევე, მოხდა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან მიმართებით, რომ მაქსიმალურად მხარეები დააჩქარებენ პოზიციებს და პროცესებს, იმისათვის, რომ დროზე დასრულდეს აღნიშნული შეთანხმების გაფორმება,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
დღეიდან, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ერთი წლის ვადით გახდა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე.