“სააკაშვილი სიმართლეს ამბობს, ზურაბ ჩხაიძის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება” – შალვა ხაჭაპურიძე

“რკინის მაგიდა რკინის მილებისგანაა დამზადებული და ეს მაგიდა პირველი დღიდან არსებობს, რაც სააკაშვილი შეიყვანეს. სააკაშვილი სიმართლეს ამბობს. ზურაბ ჩხაიძის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება”, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს.

მისი თქმით, ის გამოითხოვს ავადმყოფობის ისტორიას და ნახავს, რა მოხდა, დაფიქსირდა თუ არა ეს ფაქტი.

„რა თქმა უნდა, ვაპირებ კადრების გამოთხოვას. ჯერ კიდევ ის ძველი კადრები, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა, პენიტენციურ სამსახურს ბოლომდე არ გადმოუცია. მოსამართლის ეს ბრძანება დაარღვია. სათანადო რეაგირებისთვის ამაზეც მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. რაც შეეხება რკინის მაგიდას, რკინის მილებისგანაა დამზადებული და ეს მაგიდა პირველი დღიდან არსებობს, რაც სააკაშვილი შეიყვანეს. ის სიმართლეს ამბობს. რაც შეეხება ჩხაიძის განცხადებას, ჩხაიძე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი და მის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება. ვნახეთ ამ სამსახურის წარმომადგენლები, რა ქმედებებს ახორციელებდნენ სასამართლო პროცესებზე. აბსოლუტურად ყველაფერს იტყუება“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები