რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან
„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული დეპუტატები – რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. პოლიტიკურ ჯგუფს რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ გოცირიძემ და დეკანოიძემ განაცხადეს.
“ახალი რეგლამენტი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას გვაძლევს. ეს არის სწორი და კარგი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველა საპარლამენტო რესურსს გამოვიყენებთ – იქნება პარლამენტში თუ დელეგაციებში მუშაობა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.