საქართველომ 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად გადაიბარა

დღეს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე კორეის რესპუბლიკისგან საქართველომ ოფიციალურად გადაიბარა 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. მასშტაბური ღონისძიება თბილისში, 2-5 მაისს გაიმართება.

ასევე, დღეიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს.

საქართველოს, როგორც მომავალი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის, პოპულარიზაციის მიზნით, მოეწყო სპეციალური სტენდი, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ბევრი დელეგატი ესტუმრა.

5 მაისს გაიმართება ოფიციალური და კულტურული ღონისძიება, სადაც საქართველო წარდგება, როგორც აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები