“არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე” – ზელენსკი ჰააგაში ჩავიდა, სადაც სიტყვით გამოვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთის შემდეგ ნიდერლანდებში ჩავიდა.

მოსალოდნელია, რომ ის ჰააგაში გამოვა სიტყვით კონფერენციაზე სახელწოდებით – “არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე”.

ამის შესახებ გამოცემა Nieuwsuur-ი წერს.

უკრაინის ლიდერი დღეს ასევე ეწვევა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.

აღნიშნულია, რომ ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია ნიდერლანდებში არა მხოლოდ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, არამედ – მისი პრეზიდენტობის პერიოდშიც.

გუშინ მედია წერდა, რომ 13 მაისს უკრაინის პირველი პირი გერმანიაში ჩავა, სადაც კანცლერს და პრეზიდენტს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები