ოკუპანტებმა კიევზე იერიში მიიტანეს – დრონების ფრაგმენტები ქალაქის სამ ქუჩაზე ჩამოვარდა

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით უკრაინის რეგიონების იერიში განაახლეს. სამიზნე კიევიც იყოს, თუმცა, ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიება შეძლეს.

ამასთანავე, აღინიშნება, რომ დრონების ფრაგმენტები დედაქალაქის სამი რაიონის: შევჩენკოვსკის, პეჩერსკის და პოდოლსკის რაიონების ქუჩებში ჩამოვარდა.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აღნიშნულია, რომ ფრაგმენტები ათამდე სახლთან ჩამოვარდა, ნაწილობრივ დაზიანებულია ავტომობილები და გზის საფარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები