მიხეილ სარჯველაძე: საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა უფრო პოლიტიკური ხმაურის შესაქმნელად არის მიმართული, ვიდრე – კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მისაღწევად

ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა უფრო პოლიტიკური ხმაურის შესაქმნელად არის მიმართული, ვიდრე – კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მისაღწევად, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„თავისთავად, ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოება წარიმართოს, მაგრამ არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციას რამე დიდი პერსპექტივის იმედი უნდა ჰქონდეს ამ მიმართულებით; არ მგონია, რომ გამართლებული იყოს მათი მხრიდან ეს არჩევანი. ვფიქრობ, უფრო მეტად ახალი პოლიტიკური აჟიოტაჟის ან ახალი ასპარეზის გამოჩენის საშუალებად უფრო განიხილება ეს მათთვის, ვიდრე რეალურ ინსტრუმენტად, რომ რაღაც პოზიტიურ ცვლილებებს მიაღწიონ“, – განაცხადა სარჯველაძემ გადაცემაში „დღის თემა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები