კახა კალაძე ვიოლა ფონ კრამონზე: არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთ დედაქალაქში

არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ ზეგ, შეიძლება „მოლოტოვის კოქტეილით“ ხელში ვიხილოთ დედაქალაქში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევოპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის ბოლოდროინდელ განცხადებებს.

„მე ის ერთეული ევროპარლამენტარის განცხადებებიც მინდა შემოვიტანო, მართლაც შეურაცხმყოფელია ის განცხადებები, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, რასაც კადრულობენ. იგივე ოპოზიციის მიტინგებზე მისვლა, იმ ქალბატონის სახელი და გვარი არ მახსოვს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ ზეგ, შეიძლება [ვიოლა ფონ კრამონი] „მოლოტოვის კოქტეილით“ ხელში ვიხილოთ დედაქალაქში [თბილისში], არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, არც ეს ქალბატონი, გვარი არ მახსოვს, ვიოლა არ არის ევროპა და არც რომელიმე ევროპარლამენტარი“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები