საქართველოს საგარეო უწყება ბელგრადის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგრადის სკოლაში მომხდარი სროლის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

აღნიშნულის შესახებ განცხადება სამინისტრომ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა. თავდასხმასთან დაკავშირებით სერბეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

„ბელგრადიდან გამანადგურებელი ამბავი მოვიდა სკოლაში მომხდარი სროლის შესახებ. ყველაზე გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ამ საშინელი შემთხვევის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაშავებულს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დილით სერბეთის დედაქალაქის ერთ-ერთ სკოლაში 14 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად მოკლულია 9 ადამიანი, მათგან 8 მოსწავლე და ერთი დაცვის თანამშრომელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები