მოსკოვში დრონების გამოყენება აიკრძალა
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა ქალაქში დრონების გამოყენება აკრძალა.
ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.
მისი განმარტებით, აკრძალვა არ ეხება იმ უპილოტო საფრენ აპარატებს, “რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო ხელისუფლების გადაწყვეტილებით“.
სობიანინმა აღნიშნა, რომ ამ ზომების მიზანი იქნება დრონების უკანონო გამოყენების პრევენცია, რამაც შესაძლოა, გაართულოს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა.
მან გაიხსენა, რომ დრონების უნებართვო გაშვება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ღამით კრემლზე ორი დრონით თავდასხმის აღკვეთა მოხერხდა, რომლის სამიზნე პრეზიდენტი იყო.