Bild: ზელენსკი 13 მაისს გერმანიაში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს გერმანიაში ჩავა.

ამის შესახებ Bild წერს.

გამოცემის ცნობით, ის ბერლინის აეროპორტის სამხედრო ნაწილში დაეშვება.

როგორც გამოცემას სამართალდამცავ ორგანოებში წყარომ განუცხადა, ზელენსკი ქვეყანას ოლაფ შოლცის მიწვევით ეწვევა.

14 მაისს ზელენსკის ოფიციალურად, სამხედრო პატივით, კანცლერი ოლაფ შოლცი მიიღებს. ამის შემდეგ, დაგეგმილია მოლაპარაკებები და პრესკონფერენცია.

ადგილობრივი დროით, დაახლოებით 12:00 საათზე დაგეგმილია შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.

ამის შემდეგ უკრაინის ლიდერი აახენში ჩაფრინდება, სადაც მას კარლოს დიდის პრემიას გადასცემენ.

იმავე დღეს, სპეციალური თვითმფრინავი მას უკრაინაში დააბრუნებს.

დღეს ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ფინეთში ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები