ბელგრადში მოზარდის მამა დააკავეს, რომელმაც სკოლაში ცეცხლი გახსნა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბელგარადში იმ მოზარდის მამა დააკავეს, რომელმაც დღეს დილით სკოლაში ცეცხლი გახსნა, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 8 მოსწავლეა და ერთი დაცვის თანამშრომელი.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ მეშვიდეკლასელმა, კოსტა კეცმანოვიჩმა ცეცხლი მამის იარაღიდან განახორციელა და, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს იარაღი ლეგალურად ჰქონდა, მის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები დაიწყება.

ამის შესახებ სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა განაცხადა.

სერბეთის განათლების მინისტრმა, ბრანკო რუზიჩმა, ჯანდაცვის მინისტრმა, დანიცა გრუიჩიჩმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრატისლავ გაშიჩმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომლის შედეგად გაირკვა, რომ “ორივე პისტოლეტი, რომელიც მოზარდს უპოვეს – ერთი ზურგჩანთაში, მეორე დანაშაულის ადგილზე- მამის სახელზეა რეგისტრირებული 2016 და 2017 წლებიდან. მას აქვს რამდენიმე იარაღი და აცხადებს, რომ სეიფში იყო ჩაკეტილი კოდით, მაგრამ აშკარად ბავშვმა იცოდა კოდი”.

შს მინისტრმა თქვა, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით მამა შვილს მიზანში სროლის გაკვეთილებზე ატარებდა, რაც „12-13 წლის ბავშვისთვის შეუსაბამოა“ და მამის მიმართ „სამართლებრივი ზომები იქნება გატარებული“.

ბელგრადის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ვესელინ მილიჩმა თქვა, რომ მოზარდმა თავდასხმა ერთი თვით ადრე დაგეგმა, მან წინასწარ ჩამოაყალიბა სამოქმედო გეგმა „პრიორიტეტული მსხვერპლით“, ასევე სკოლაში შესვლის გეგმა.

სერბეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

რაც შეეხება დაჭრილებს, მედიკოსების თქმით, ორის მდგომარეობა – 13 და 14 წლის მოსწავლეების – მძიმეა, გოგონა თავშია დაჭრილი, ხოლო ბიჭი კისრის არეში, ორივეს ოპერაცია უტარდება.

სავარაუდოა, რომ თავდამსხმელი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის სანიმუშო მოსწავლე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები