საქართველოში შემოსული 3 ტონა ჰეროინის გამო, აზერბაიჯანელი თანამდებობის პირები დასაჯეს

აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მესაზღვრეები სამ ტონა ჰეროინთან დაკავშირებული სკანდალის გამო დასაჯეს, რომელიც აზრებაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ენი მუსავატი“ ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან თვეზე მეტი გავიდა, შიდა გამოძიება სახელმწიფო დონეზე ჯერჯერობით არ დასრულებულა. ცოტა ხნის წინ, საბაჟო გამშვები პუნქტ, “ასტარის” 4 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს, განთავისუფლებულ თანამშრომლებს მაღალი თანამდებობები ეკავათ.

გამომცემლობის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის გამოძიება კვლავ გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ სამსახური კიდევ რამდენიმე პირმა დაკარგოს.

შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს ქართველმა სამართალდამცავებმა თხევადი ჰეროინის დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს ავტომობილში, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით აზრებაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიემგზავრებოდა. ნარკოტიკული საშუალება 30 ლიტრიანი კონტეინერებით გადაჰქონდათ და მისი სრული წონა 2.79 ტონას შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები