გოგა ხაინდრავა „კორტების ოპერაციაზე“: ეს იყო სისხლიანი რეჟიმის დანაშაული
ეს იყო სისხლიანი რეჟიმის დანაშაული, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ე.წ. კორტების ოპერაციაზე საუბრისას „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ქალაქის პოლიციის უფროსი გამოდის და იძახის, რომ ბინის გატეხვის თავიდან ასაცილებლად 380 ტყვია გაისროლეს ქალაქის ცენტრში. ამ დროს კორტებზე ვარჯიში მიდიოდა, ბავშვები გამოჰყავდათ სკოლებიდან. ეს იყო სისხლიანი რეჟიმის დანაშაული. მოტივი იყო რეჟიმის ბუნება. რეჟიმის ბუნება იყო მკვლელების ბუნება. ეს იყო დადგმული, თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, 2006 წლის 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა მანქანაში ჩაცხრილეს, მათთან მყოფი ერთი ახალგაზრდა კი დაიჭრა.