აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების ქალი ლიდერების სერტიფიცირებული სასწავლო პროგრამა დასრულდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების ქალი ლიდერების სერტიფიცირებული სასწავლო პროგრამა დასრულდა. ინტენსიური პროგრამა ორ ეტაპად განხორციელდა და მოიცავდა, როგორც ლიდერობის უნარების გაძლიერების კომპონენტს, ასევე მონაწილეების სამუშაო შეხვედრებს გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის წარმომადგენლებთან.

სერტიფიცირებული სასწავლო პროგრამა „ჰერტის“ სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, უკრაინის, სომხეთის, მოლდოვისა და აზერბაიჯანის აპარატის ქალ წარმომადგენლებთან თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებული სწავლება ლიდერობისა და მართვის საკითხებში „ჰერტის“ სკოლის საერთაშორისო ექსპერტებთან გაიარეს. მონაწილეებმა, ასევე გამართეს შეხვედრები გერმანიის ბუნდესტაგის ქალ მენეჯერებთან, ჯგუფის შეხვედრა შედგა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან აიდან ოზოღუსთანაც.

აღნიშნული ინიციატივა პირველად ხორციელდება და მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების ქალი ლიდერების ლიდერობისა და მენეჯერული უნარების გაძლიერებასა და ტრანსნაციონალური საპარლამენტო ქალი ლიდერების ქსელის ჩამოყალიბებას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების ქალი ლიდერების პროგრამის ბოლო ეტაპს დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი/ქსელის თავმჯდომარე ქეთევან კვინიკაძე და მოლდოვას პარლამენტის აპარატის უფროსი ტამარა გეორგიცა. აპარატის უფროსებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს გერმანიის ბუნდესტაგის აპარატის წარმომადგენლებთან და აპარატის უფროსთან მიხაილ შეფერთან. შეხვედრებზე რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმები განიხილეს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატების ქალი ლიდერების სერტიფიცირებული სასწავლო პროგრამა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საჯარო მმართველობის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის პროექტის „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები