ზურაბ აზარაშვილი: არასოდეს გვითქვამს უარი აქონდროპლაზიის მკურნალობაზე, არც ბიუჯეტთან დაკავშირებით არის პრობლემა

მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ არასოდეს არავისთვის გვითქვამს უარი აქონდროპლაზის მკურნალობაზე, – განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილი მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დაფინანსების საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ბიუჯეტთან მიმართებით არანაირი პრობლემა არ არის.

„არასოდეს გაკეთებულა აქცენტი იმაზე, რომ ბიუჯეტში არის ან პირიქით, არ არის თანხა აქონდროპლაზიის მედიკამენტის დასაფინანსებლად. არასოდეს დაფიქსირებულა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით რამე პრობლემაა და ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებ“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები