“11 წლის თავზე შენი მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას რომ ითხოვენ, ეს სევდიანი საყურებელია” – ალეკო ელისაშვილი
“აქციაზე ბევრი ადამიანი გულწრფელადაც მივიდა, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის 11 წლისთავზე შენი მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას რომ ითხოვენ, ეს სევდიანი საყურებელია”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა რესპუბლიკის მოედანზე გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით საქართველოს “პირველ არხს” განუცხადა.
„ბევრი გულწრფელადაც მივიდა, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნის 11 წლისთავზე შენი მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას რომ ითხოვენ, ეს სევდიანი საყურებელია. თან იმ ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომელიც მურუსიძის ღირსებას იცავს. 2012 წელს ამ ყველაფერს მეც ვითხოვდი, რადგან სისტემურად იყო რაღაცები გასააზრებელი. ახლა 2023 წელია და არა 2011 ან 2012 წელი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ აქცია სლოგანით – “მოვდივარ” რესპუბლიკის მოედანზე რამდენიმე საათის მანძილზე მიმდინარეობდა.