რუსეთმა სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება 4 მაისამდე შეუჩერა.
როგორც “გაზპრომ-არმენიაში” განაცხადეს, აღნიშნული სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.
აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში „რესპუბლიკის მომხმარებლების უწყვეტი და საიმედო გაზმომარაგება, შიდა რეზერვების ხარჯზე, შეზღუდვის გარეშე განხორციელდება“.