ნინო წილოსანი ტაჯიკეთის დელეგაციას შეხვდა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე – ნინო წილოსანი ეუთოს (OSCE) ორგანიზებით საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფ, ტაჯიკეთის დელეგაციას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნინო წილოსანმა სტუმრებს გენდერული საბჭოს საქმიანობის მნიშვნელოვანი და ძირითადი ასპექტები გააცნო. მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოხატეს.
„მათ აინტერესებდათ გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობის საქართველოს ძალიან წარმატებული გამოცდილება, არსებული მიღწევები და ის გზა, რომელიც გავიარეთ, ასევე, არსებული გამოწვევები“, – განაცხადა გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.