ხანძარმა მოვაჭრეებს საქონელი მთლიანად გაუნადგურა
ვაგზლის მოედანზე, „ბავშვთა სამყაროს“ უკან გაჩენილი ხანძრის შედეგად, მოვაჭრეებს საქონელი სრულად გაუნადგურდათ. მავაჭრეებს გასაყიდი საქონლის ნაწილი ცეცხლმა დაუწვა, ნაწილი კი წყლით დაზიანდა,- ამის შესახებ „კვირას“დიდუბის რაიონის სამაშველო სამსახურის უფროსმა ზაზა გულიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ხანძრის შედეგად 500-600 კვ. მეტრ ფართობი მთლიანად დაიწვა. ამჟამად დარჩენილი კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული იყო 15 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.