ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. შესაბამისი განცხადება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ Telegram-ზე გააკეთა.
„19:00 საათისთვის იპოვეს ბავშვის ცხედარი. დაღუპულთა რაოდენობა 23-ია, მათ შორის ოთხი ბავშვია“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 28 აპრილს, გამთენიისას, რუსულმა ჯარებმა ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანს ფრთოსანი რაკეტები ესროლეს, რომელიც 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.