მეზობლის მკვლელობისთვის ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სოფელ ალში მომხდარი დანაშაულისთვის გორის რაიონულმა სასამართლომ იმედა კახიშვილს წინასწარი პატიმრობა განუსაზღვრა. მას ბრალად განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება.

ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

განსასჯელის არასტაბილური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პროცესზე საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები